გიორგი მახარაძის დასახმარებლად გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი მოეწყო. 18 წლის გორელ ახალგაზრდას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. მის გადასარჩენად აუცილებელია თურქეთში მკურნალობის კურსის ჩატარება და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია , რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. გიორგის დასახმარებლად მისი მეგობრები გაერთიანდნენ, მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ბენდებმა და მომღერლებმა. საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხა გიორგი მახარაძის მკურნალობას მოხმარდება.
|