მომღერალმა ნინო ქათამაძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის რუსეთში კონცერტს აღარასოდეს ჩაატარებს, რომ მისი კონცერტი რუსეთში ბოლო იყო და სოლიდარობას უცხადებს თბილისში მიმდინარე აქციაზე მყოფ ადამიანებს. ამის შესახებ რუსმა პროდუსერმა იოსიფ პრიგოჟინმა რადიოსადგურ “Говорит Москва”- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც ადამიანები ასეთ განცხადებას აკეტებენ პასუხს უნდა აგებდნენ. "“ისინი რა, ყველანი ჭკუიდან გადავიდნენ? ეს რაღაც უგუნურებაა. ის ხომ არავის დაუჩაგრავს ქვეყანაში. ეს რა კარის გაჯახუნებაა? აღმაშფოთებელი სიტუაციაა! როდესაც ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ისინი ამისთვის პასუხს უნდა აგებდნენ. დაე, იჯდეს თავის საქართველოში, იქ იგასტროლიოროს. ნებისმიერი დიდი სახელმწიფო, ატომური სახელმწიფო, ყოველთვის იდომინირებს პატარა სახელმწიფოებზე. მეზობლებთან ადამიანურად უნდა იცხოვრო”.- განაცხდა პროგოჟნმა.
|