"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალური ქსელის საშუალებით ე.წ. პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ დღეს ყველა კლავს და ასუსტებს ეროვნულ იდეას, როგორც საერო, ისე სასულიერო პირები.
„ძალიან ძნელი ყოფილა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა !!!ხელისუფლება,ოპოზიცია,ტელევიზიები,მედია,საელჩოები,არასამთავრობოები,პარტიები,სოროსის ფონდი-ყველა შენ გებრძვის !!! ამას კიდევ გაუძლებს კაცი,მაგრამ როდესაც შენი “მოკავშირე” საერო და სასულიერო პირები ზურგში ლახვარს გირტყამენ - ძნელია,ძალიან ძნელია !!! ხან რომელ ტაკიმასხარას შემოუშვებენ ეროვნულ ველზე და ხან რომელ ავანტურისტს !!! ასუსტებენ და კლავენ ეროვნულ იდეას !!! ამ ფონზე გამოვარდება ვიღაც უგვანო და ისეთ პრეტენზიებს წაგიყენებს,ისეთ ჭორებს მოგიგონებს რომ ............ კარგი საერო პირების ამბიციები გასაგებია,მაგრამ ეს სასულიერო პირები რას გვერჩიან მართლა ვერ გავიგე !!! თუმცა ჩვენ ვინ ვართ ზვიადთან შედარებით ??? ესენი ხომ მასაც ერჩოდნენ და მიზეზი ერთადერთი იყო - ღმერთი და სამშობლო რატომ გიყვარსო ?!! სწორად მოიქცა დიდი დავით აღმაშენებელი რუის-ურბნისის კრების შემდეგ - ქუსლები რომ დააჭრა ფარისევლებს !!!