მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დაიღუპა 60 წლამდე მამაკაცი და დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ავარიის დროს სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.