"უტიაშვილმა აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში!" - გორელი ახალგაზრდა შოთა უტიაშვილს შინდისის გმირთა მემორიალიდან პასუხობს

გორის მკვიდრი პაატა მაჩიტაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში შოთა უტიაშვილის გუშინდელ განცხადებას შინდისის გმირების მემორიალიდან აპროტესტებს და მის სახლთან დღეს აქციას აანონსებს.

„ამ ადამიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოსთვის ყოფილა კარგი და ამოსუნთქვა. მე ვარ ქალაქ გორიდან, იმ ქალაქიდან, რომელზეც რუსულმა აგრესიამ და ბომბებმა პირდაპირ იქონია გავლენა. ახლა მე ვიმყოფები შინდისის გმირების მემორიალთან, იმ ბიჭების მემორიალთან, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას გმირულად შესწირეს თავი. მათ ეს იმისთვის არ გაუკეთებიათ, რომ ვიღაცას წლების შემდეგ ასეთი სამარცხვინო განცხადება გაეკეთებინა. შოთა უტიაშვილმა აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. მე და ჩემი თანამოაზრეები, რომლებიც საბედნიეროდ ძალიან ბევრნი ვართ, დღეს შუადღით აუცილებლად ჩამოვალთ თბილისში და ჩვენი ჯანსაღი პროტესტის გამოხატვას მის სახლთან გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეს ადამიანი ბოდიშს არ მოიხდის. მე არ ვიცი ეს ადამიანი სად იმყოფებოდა აგვისტოს ომის დროს, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ მე და ჩემი მეგობრები სწორედ აქ ვიყავით, გორში და ჩვენს თვალწინ ხდებოდა ეს უბედურება. ასეთი სახის განცხადება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს ქართველმა კაცმა", - აცხადებს Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში პაატა მაჩიტიძე.

შოთა უტიაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ „აგვისტოს ომმა თავისი ყველა პლიუს-მინუსით საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა"- სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345