მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყვარელში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს ჩამოინგრა კედელი, რის შედეგადაც ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, მოყოლილი იყო ადამიანი.

შეტყობინების მიღებისთანავე, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, დასახმარებლად გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მაშველებმა, სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად შემთხვევის ადგილი ნანგრევებისგან გაათავისუფლეს.

ნანგრევების ქვეშ იქნა ნაპოვნი მუშა, რომელიც იყო კონტაქტური. მაშველებმა მუშის გადარჩენა და ამოყვანა დროულად მოახერხეს. მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031