ზუგდიდში საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწაში მოყვა

ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე, საკანალიზაციო ორმოს გათხრისას ორი მუშა მიწის ნაშალში მოყვა.

მაშველებმა ერთ-ერთი მუშის ამოყვანა უკვე მოახერხეს და ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ წუთებში მაშველები მეორე მუშის ამოყვანას ცდილობენ.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მიწა მუშაობის დროს ჩამოიშალა. ჩიქობავას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაჰყავთ. ადგილზე მძიმე ტექნიკაც მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ოკუპანტებმა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე გაათავისუფლეს 24.02.2020
გორის ხელისუფლება შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად მოლაპარაკებებს ისევ პოლონურ მხარესთან აწარმოებს 24.02.2020
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
თებერვალი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291