ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში აივანი ჩამოინგრა.შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
„პრაიმტაიმის“ იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, გარდაცვლილია 78 წლის ქალი, რომელიც ნგრევის დროს აივანზე იმყოფებოდა.
ქალი მეზობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე