მათი არჩევანია და მე ვერავის იძულებით ვერ დავაკავებ ამ არხზე

გუშინ შევიტყვე განცხადებებიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილი სხვა არხზე გადადიან, ვთვლი, რომ არ არის სწორი მოქმედება ჩვენი შეთანხმებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის თანამშრომლებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაატა სალიას თქმით, მას ოფიციალური გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიუღია.

„ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებდით არავის გათავისუფლებას. მათი არჩევანია და მე ვერავის იძულებით ვერ დავაკავებ ამ არხზე. ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე მე ოფიციალური განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, გარდა ერთი იურისტისა არ მიმიღია.

საუბარი არის „ფორმულა კრეატივზე", რომელიც იღებს „ჩემი ცოლის დაქალებს" და სხვა გადაცემებს. მე მათთან მქონდა საუბარი, ორჯერ მქონდა შეხვედრა. ვესაუბრე და ვთხოვე, რომ პრაგმატულად გადაგვეწყვიტა ურთიერთობა. მესმის, რომ მათ სურთ გადავიდნენ სხვა არხზე, ან შექმნან თავიანთი არხი, როგორც მითხრეს. მე ვუთხარი, რომ ორივე მხარისათვის, ჩვენთვის - „რუსთავი 2"-სთვის და მათთვისაც კარგი იქნებოდა, თუ წლის ბოლომდე გავაგრძელებდით ურთიერთობას და შემდგომ ცივილურად შევწყვეტდით ამ ხელშეკრულებას.

არხს მათი დავალიანებაც აქვს და ამ დავალიანებასაც გავისტუმრებდით შესაბამისი პერიოდისთვის. მე მივიღე მათგან პასუხი, რომ საბოლოო პასუხს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ მაცნობებენ დღეს, პარასკევს. გუშინ შევიტყვე უკვე საჯარო განცხადებებიდან, რომ გადადიან სხვა არხზე, რასაც ვთვლი, რომ არ არის სწორი მოქმედება და არ გამომდინარეობს ჩვენი შეთანხმებიდან. მე დღეს ველოდებოდი მათგან პასუხს, თუმცა გუშინ ვცადე ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირება და ტელეფონსაც არ უპასუხა. მათი არჩევანია. ეს არხი გააგრძელებს მუშაობას. ამ არხზე ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს, რითაც ჩანაცვლდება თუნდაც ეს სერიალები", - განაცხადა პაატა სალიამ.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345