სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. საუბარია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მიერ დასაქმებულ 60 ადამიანზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა, დასაქმებულები უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე, შვებულებისა და ანაზღაურების არმიცემაზე საუბრობენ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებულები მუშაობას არ გააგრძელებენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. გარდა ამისა, როგორც დასაქმებულები აცხადებენ, ისინი არ მისცემენ მუშაობის გაგრძელების საშუალებას იმ მუშებს, რომლებიც კომპანიას ჩინეთიდან ჰყავს ჩამოყვანილი.

როგორც ლეჟავამ განაცხადა, ამ ეტაპზე რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„60 ადამიანია გაფიცული. ისინი პროტესტს გამოთქვამენ და უარს აცხადებენ სამუშაოს შესრულებაზე. აქ საუბარია უსაფრთხოების ნორმებისა და საკმარისი ხელფასების არარსებობაზე, მოუწესრიგებელია ინდივიდუალური ხელშეკრულებები, სახეზეა, ასევე, ანაზღაურების დროულად მიცემისა და შვებულების პრობლემაც. ანუ თითქმის ყველა ის საკითხია პრობლემატური, რაც შრომის კოდექსით გარანტირებულად უნდა ეძლეოდეთ ამ ადამიანებს. როგორც ჩანს, დამსაქმებელი არაცივილიზებული ფორმით ამუშავებს ამ ადამიანებს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მოწესრიგდეს ეს ყველაფერი.

ამ კომპანიაში დასაქმებულები დღეს დაგვიკავშირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ პროფკავშირის წევრები, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩავერთეთ პროცესში.როგორც თავად ამბობენ, 2 დღეა გაფიცულები არიან. ახლა ვცდილობთ, რომ დამსაქმებელთან მოლაპარაკების გზით მოვაგვაროთ სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულები არ გააგრძელებენ მათთვის მიუღებელ პირობებში მუშაობას,“ - განაცხადა ილია ლეჟავამ.

წყარო:IPN

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345