ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს ელექტროენერგიის
მიწოდება 11:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქალაქ გორში ცხინვალის,
ყიფიანის, გვერდწითელის, პაპიტაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, გორი-ცხინვალის გზატკეცილზე,
კარალეთში. 15:00-დან 19:00 საათამდე - გორში ნადირაძის, ტყვიავის, მეჯვრისხევის, ლეხ
და მარია კაჩინსკების და მიმდებარე ქუჩებზე, ქწმინდაწყლის დასახლებაში, მეჯვრისხევში.
11:00-დან 20:00 საათამდე - სოფლებში ვარიანი, საქაშეთი, აშენდა, ახალდაბა, სასირეთი და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე
ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.