"გუნდი არსებობს და მათ იციან რა უნდა ქნან"- გვარამია ახალ ტელევიზიაზე საუბრობს

 „რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, ახალ ტელევიზიას მაინც გახსნის.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, უკვე არსებობს გუნდი, რომლებიც მუშაობენ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ

„მზად ვარ ნებისმიერი განვითარებისთვის და ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ჩემთან ერთად და გუნდი უკვე არსებობს და ყველას თავისი დავალება აქვს, მაინც მიიყვანენ საქმეს ბოლომდე. ძირითადი გუნდი არსებობს და მათ იციან რა უნდა ქნან, მე სად ვიქნები ამ დროს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს.

ამჯერად გვარამიამ 1-ელ აგვისტოს, მისი დაკითხვის ოქმი უნდა დაადასტუროს.

ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123