"ამაყი ვარ, რომ ანწუხელიძის, ტატუნაშვილისა და სხვა ქართველი გმირების თანამედროვე ვარ" - მარიამ როინიშვილი

მომღერალი მარიამ როინიშვილი აგვისტოს ომს იხსენებს. „პრაიმტაიმთან" საუბრისას ის აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტს მანამ გააგრძელებს, სანამ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ დასრულდება.

მარიამ როინიშვილი: - 2008 წლის ომი ეს არის უდიდესი ტკივილი სრულიად საქართველოსი და აქ არც მე ვარ გამონაკლისი. მაშინ საქართველომ კიდევ ერთხელ გაიღო სისხლი ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლებისთვის. ამაყი ვარ, რომ ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და სხვა ქართველი გმირების თანამედროვე ვარ. დიდება მათ სულებს. სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება და ჩემი პროტესტიც გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება რუსული ოკუპაცია. არა ოკუპაციას!

ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345