„მშვიდად იძინეთ ჩემო მგელო ძმებოო.. თქვენს სახეებს რა დამავიწყებს! მე-11 წელია, თქვენი სუნი მაქვს გამჯდარი“
შინდისის ბრძოლის ცოცხლად გადარჩენილი გმირი, კაპიტანი უჩა გუგუჩია აგვისტოს ომის 11 წლისთავს სოციალურ ქსელში ემოციური წერილით ეხმიანება:„ყველაზე ცუდი და საზიზღარი დღე გაგვითენდა. ზუსტად ამ დროს, 11 წლის წინ სენაკის ბრიგადის საშტაბო ასეულები დავიძარით ერგნეთის მიმართულებით. უკან მივყევით 53-ე ბატალიონს, რომლებთანაც ერთად კოორდინირებულად უნდა გვემოქმედა. ისინი დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე გავიდნენ. მათი მეთაური იყო გმირი მაიორი ჭედია, ნათელში ამყოფოს მისი სული. ჩვენც მივყევით ნახევარ საათში. ზემოდან მიგვაცილებდა ბომბდამშენი სუ 25, რომელიც ბომბავდა ცხინვალის საბრძოლო პოზიციებს და ისევ ბრუნდებოდა უკან, ჩვენ კი მთლიან შემადგენლობას ჩვენი ჩიტი გვეგონა. ზოგი სურათებს უღებდა კიდევაც გახარებული.. რომ შევედით ერგნეთის ტერიტორიაზე, მანდ დაგვხვდა ჩვენი სატანკო ბატალიონის რამოდენიმე ტანკი მაიორი გელხაურის მეთაურობით. რა თქმა უნდა, სიხარულით და ოვაციებით შევხვდით ჩვენს ძმებს. ასევე იყვნენ აკადემიის ნაღმტყორცნელები. ნახევარ საათში კი კავშირი ჩაგვიხშო მოწინააღმდეგემ და ტელეფონები შეფერხებით მუშაობდა. გადავრეკე ცხონებულ მაიორ ჭედიასთან, თუმცა მასთან უკვე შეუძლებელი იყო კავშირი. ვერც ჩვენი მეთაური უკავშირდებოდა ჭედიას ბატონი ბიბინიძე. გადავწყვიტეთ რამის გარკვევამდე შეგვესვენა და ჩამოვჯექით ზოგი სად და ზოგი სად ეს ორას კაცამდე მყოფი პირადი შემადგენლობა. უნდა გავერკვია როგორმე რა და როგორ გვემოქმედა. დაახლოებით, 11-ის წუთები იქნებოდა, რომ ეს ეგრეთწოდებული ჩვენი ჩიტი, რომელიც ჩვენი გვეგონა, უცნაური მანევრით წამოვიდა ჩვენსკენ და ჩამოგდო რაკეტა. მივიღეთ პირველი მსხვერპლი.. დაიღუპა 3 სამხედრო მოსამსახურე: კაპრალი თეიმურაზ ბოკუჩავა, ნიკიტინი თამაზი და 53-ე ბატალიონის მძღოლი, გვარი არ მახსოვს. მე მომიწია მისი გახელილი თვალების დახუჭვა. არასოდეს დამავიწყდება მისი და დანარჩენი მიცვალებულების გაღიმებული სახეები.. ასე შეეგებნენ სიკვდილს.. ასევე დაიჭრა დაახლოებით 65 სამხედრო მოსამსახურე. ზოგნი სერიოზნულად დასახიჩრდნენ. ეს იყო პირველი მსხვერპლი და დანაკარგი, რაც ასე ვთქვათ, მოულოდნელად ვიწვნიეთ. დიდება გმირებს. მშვიდად იძინეთ ჩემო მგელო ძმებოო.. თქვენს სახეებს რა დამავიწყებს რააა რა ჯანდაბაა! თქვენი სუნი მაქვს გამჯდარი მე-11 წელია, ვერაფრით გამიარა და არც არასოდეს გამივლის, სანამ სამართალი არ აღსრულდება და დედები არ ეტირებათ მტრებს გარეთას თუ შიდას! ბიჭებო, გკოცნით და გეფერებით, სადაც განისვენებთ მანდ. დაჭრილებს კიდევ გეფერებით ვაჟკაცებო, ლაზარიავ დოლიძევ, პულპო, შამათავა დემნა და ყველას აბსოლიტურად, ვინც იმ დღეს დაიჭერით მანდ. ზუსტად ნახევარი საათი დარჩა ამ წყეულ მომენტამდე.. მე მაპატიეთ აქ შევჩერდები… დღე პირველი. მეორე ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულების და 53 ბატალიონის მოქმედების შესახებ ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი ამ ეტაპზე ..და იმას ვიტყვი, რომ მაიორი ჭედიაც დაახლოებით ასეთ დროს, ცოტა უფრო გვიანაც კი დაიღუპა სნაიპერის ხელიდან, თურმე რამოდენიმე ჯარისკაცთან ერთად როგორც მერე გაირკვა. აქ დამთავრდა ის ჩანაფიქრი და მიზანი ვერ შესრულადა, რაც დასახული გვქონდა. აი, ამ მიზეზის გამო დანარჩენს გაიგებთ ყველაფერს მერე ეს დღე პირველი. დიდება გმირებს!“ – წერს უჩა გუგუჩია.

შეგახსენებთ, რომ უჩა გუგუჩია ერთ-ერთია იმ სამ გადარჩენილთაგან, რომლებიც შინდისში რუსებთან ბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას და სიკდილს შემთხვევით გადაურჩნენ.

progressnews.ge

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031