თსუ-ს ლექტორმა სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე სპეციალობის სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველომ ბუბა ნაჭყებიას წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

"ლექტორი გიორგი გორაშვილი, რომელსაც სახელმწიფომ სისხლის სამართლის დანაშაული აპატია, სასამართლოს შენობაშივე მემუქრება, რომ საფლავამდე ჩამყვება და უნივერსიტეტს დამატოვებინებს", - წერს სტუდენტი ფეისბუქზე.

სტუდენტის ადვოკატის თქმით, ფეისბუქის დახურულ ჯგუფში ლექტორის სიტყვიერი შეურაცხყოფა წვრილმანი ხულიგნობა ვერ იქნება, რადგან, ამ მუხლის მიხედვით, ეს უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივ ადგილებში. ქამრალ ამჯანოღლი ის თქმით, დახურული ჯგუფი საზოგადოებრივი ადგილი ვერ იქნება, ამასთან, ქმედება ვერც გადაკიდების სტანდარტს აკმაყოფილებს, რადგან შეურაცხყოფა იყო ერთჯერადი.

"ეს დაახლოებით იგივე შემთხვევაა, უღრან ტყეში, მეგობრების წრეში რომ შევიგინო, იქ მყოფი ადამიანები ამით არ შეწუხდნენ, მაგრამ ჩემზე გამოძიება დაიწყოს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით", - დასძენს ადვოკატი.

იმის შესახებ, რომ ლექტორმა სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბუბა ნაჭყებიამ ამაზე ფეისბუქზე დაწერა. ნაჭყებია აღნიშნავს, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

"ეს არ არის ჩემი და ლექტორის დავა - ეს დავა სტუდენტების დავაა უსამართლობის წინააღმდეგ! უზნეობის წინააღმდეგ! ამორალურობის წინააღმდეგ! დისკრიმინაციის წინააღმდეგ! სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ! ჩაგვრის წინააღმდეგ! ეს ბრძოლა სტუდენტების თავისუფლებისთვის ბრძოლაა! სახელმწიფომ 14 აგვისტოს უარი უნდა უთხრას კომუნიზმის აზროვნებას. კოლეგა წმინდათა წმინდა არაა, სტუდენტები არ ვართ პაიკები! გუშინ მე დამემუქრნენ, ჩემზე მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა - დღეს ჩემს კურსელზე! ვინ იქნება შემდეგი?! სამართლის ლექტორი, რომელიც სამართალს უნდა გვასწავლიდეს, მსგავს მესიჯებს გვიგზავნის სტუდენტებს", - წერს ბუბა ნაჭყებია და პოსტს ურთავს სქრინშოთს, სადაც, მისი ინფორმაციით, მომჩივანი ლექტორი, გიორგი გორაშვილი სტუდენტს სწერს:

"სამწუხაროდ შენ ვერც სამართალს და ვერც სამართლიანობას ვერ ისწავლი ვერასდროს".

სამართლის ლექტორმა ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ სტუდენტ ბუბა ნაჭყებიას "მოქმედებამ დღევანდელი მდგომარეობით შეიძინა შეურაცხმყოფელი გადაკიდების ხასიათი". მისი აზრით, "ფაქტების დამახინჯებისა და მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაციის გამო", საზოგადოების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება. 

"ჩემს სტუდენტებს, მეგობრებს, პროფესორებსა და კოლეგებს, საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, თუ ჩვენ გვინდა ისეთი უნივერსიტეტი, სადაც ლექტორსა და სტუდენტს შორის კომუნიკაციის ენა ლანძღვა - გინება არ იქნება, შემომიერთდით, დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მობრძანდით 14 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში" - წერს გიორგი გორაშვილი Facebook-ზე.

წყარო: ტაბულა

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345