შუახნის ქალმა ტაქსისტს ძმებს, რომლებიც დედის დასახმარებლად ფულს აგროვებენ, დიდი ხნის ნაგროვები ფული აჩუქა - ამის შესახებ ერთ-ერთმა ძმამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს გამოიძახეს „სიცოცხლის ტაქსი" ვარკეთილში, შუახნის ქალბატონი ჯდება ტაქსიში, რომელმაც გადმომცა სუნამოს ფლაკონო და მეუბნება, შვილო, მე ტაქსი არ მჭირდება, აი ამას კი დიდი ხანია ვაგროვებ, არც ვიცი რამდენია, მაგრამ შენ უფრო გჭირდება ისეთი საქმისთვის აგროვებ, ერთადერთს გთხოვ დედის მდგომარეობა შემატყობინე პერიოდულადო.
150 ლარი იყო როდესაც დავთვალეთ, ვინ იცის რისთვის და რამდენი ხანი აგროვებდა ამ თანხას, არ ვიცი ვინ ხართ, არ ვიცი სად ცხოვრობთ, მიყვარხართ უცნობო ქალბატონო ნინო, ძალიან მიყვარხართ. ცრემლები ვერ შევიკავე ეს ქალბატონი, რომ გადავიდა მანქანიდან" - დაწერა მან.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძმები, ნიკა და რატი ქართველიშვილები დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმების საქველოქმედო პროექტი მის მკურნალობაზეა გამიზნული.
წყარო: პრაიმტაიმი