"არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2“ შეიძინოს" - პაატა სალია

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაინტერესების თაობაზე ჩემთვის უცნობია. ქიბარ ხალვაშმა ერთი პირი დაასახელა. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს. განიხილებოდეს. მე არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი2“ შეიძინოს, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „რუსთავი 2“-ის გაყიდვის და პოტენციური მყიდველების შესახებ კითხვას უპასუხა.

ამასთან, სალიას თქმით, თუ მოკლე ვადებში არ გამოჩნდება ტელეკომპანიის შეძენის მსურველი, მაშინ სხვა გეგმა იქნება ასამოქმედებელი კომპანიის გაჯანსაღებისთვის და ეს არ არის ტელევიზიის გაკოტრება.

რაც შეეხება რისკებთან დაკავშირებულ კითხვას, რომ ტელევიზია შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს, სალიას თქმით, ტელეკომპანია წლების განმავლობაში არსებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის ხელში.

„კონკრეტულად ააკაშვილი იყო მისი არაფორმალურად მესაკუთრე და მმართველი. ამის თაობაზე ჩვენ სარჩელი პირდაპირ შავით თეთრზე წერია და სწორედ ამას იხილავდა სასამართლო, რომ რეალური მესაკუთრეები ყარამანიშვილები არ იყვნენ და ქიბარ ხალვაშის იძულება მოხდა მიხელ სააკაშვილის მიერ, რომ დაეთმო წილები. შესაბამისად, ამ ეტაპზე თუ კარგად ნახავთ განცხადებას, ქიბარ ხალვაშმა დააფიქრისა, რომ გამოირიცხოს ყველანაირი სპეკულაციები, ეს პროცესი წარიმართება ღიად და საჯაროდ. შესაძლებელია გამოჩნდეს ან არ გამოჩნდეს მყიდველი. თუ ამ მოკლევადიან პერიოდში მყიდველი არ გამოჩნდება, მაშინ სხვა გეგმა გვექნება ასამოქმედებელი, რომლითაც ხელი უნდა შევუწყოთ კომპანიის გაჯანსაღებას. ეს არ არის კომპანიის გაკოტრება“, - აცხადებს სალია.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის. როგორც ხალვაში აცხადებს, მზად არის აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაელაპარაკოს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031