ქობულეთში, ძაღლის გადარჩენის დროს დაღუპულ კაცს ძეგლს დაუდგამენ

ქობულეთში, შტორმის დროს ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შესულ და დაღუპულ ავთანდილ ცხვედიანს ძეგლს დაუდგამენ. ქალაქის მერია მხარს უჭერს სოციალურ ქსელში ამ მოთხოვნით დაწყებულ კამპანიას.

ძეგლის დადგმის შესახებ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება ადგილობრივებმა გუშინ დაიწყეს.

რაც შეეხება დარუპულ მამაკაცს, 5 აგვისტოს, შტორმის დროს ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძაღლი გადაარჩინა, მაგრამ ძლიერი ტალღების გამო, ზღვიდან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო.

ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345