ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ერთი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.

გარდაცვლილია 17 წლის ლერი შარაშიძე. შემთხვევა ქობულეთის რაიონში 5 აგვისტოს მოხდა.

როგორც შსს-მ პრაიმტაიმს განუცხადა, ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც შარაშიძემ და ავტომანქანის მძღოლმა დაზიანებები მიიღეს.

მოზარდის ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: პრაიმტაიმი

აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311