გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 აგვისტოს   ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 15:00საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გორში თამარ მეფის, ირაკლი აბრამაშვილის, 300 არაგველის, პეტრიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-დან 20:00 საათამდე - გორში შინდისის, თარხნიშვილის, გორგასლის, ხაშურის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.  15:00-დან 18:00 საათამდე - გორში ამილახვარის, ჭავჭავაძის, სტალინის, აღმაშენებლის, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე.  12:00-დან 19:00 საათამდე - გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზეღდულეთი, წითელუბანი, შავშვები, ქვემო ახალსოფელი, ბერშუეთი და მიმდებარე სოფლებსში.

10:00-დან 18:00 საათამდე - ქარელი მუნიციპალიტეტის სოფლებში დირბი, მოხისი, ბრეთი,  არადეთი, ტახტიძირი და მიმდებარე სოფლებში. აგრეთვე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გომი, ალი, ვაყა, ტკოცა, დიდი ფლევი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 18:30 საათამდე - ქარელში ყაზბეგის, ერთობის, ჭავჭავაძის, ბუხაიძის, ბახტრიონის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს რუისი, ბებნისი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123