ამერიკელი ქალი ექიმის შეცდომის გამო კომპენსაციის სახით $56 მილიონს მიიღებს

ნიუ-იორკის მცხოვრები პატრიცია ჯოუნსი ექიმის შეცდომისგან გამოწვეული პარალიზების გამო კომპენსაციის სახით $56 მილიონს მიიღებს. 

შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ გამოიტანა. 2009 წელს პაციენტმა მკლავების და ფეხების დამძიმება იგრძნო, ამასთან, აწუხებდა ზურგის ძლიერი ტკივილი. ნევროლოგმა მას ლამინექტომიის გაკეთება შესთავაზა.

ოპერაციის დროს კი პაციენტს ზურგის ტვინი დაუზიანდა. ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ, პატრიცია ჯოუნსის არტერიული წნევა მკვეთრად დაეცა. ის პარალიზებული იყო. ტომოგრაფიამ ხერხემალზე ჰემატომა გამოავლინა.

ეს ინფორმაცია კი მას ექიმებმა დაუმალეს. 2009 წლის შემდეგ პაციენტი ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. თავად კლინიკის პრესსპიკერმა განმარტა, რომ შემთხვევა წინა მფლობელის დროს მოხდა.

ფოტო: Twitter

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031