ახალციხეში ერთდროულად 4 სახლი დაიწვა

ხანძარია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ პამაჯში. ცეცხლი მიტოვებულ შენობას მოედო, საიდანაც სამ საცხოვრებელ სახლზე გავრცელდა. დამწვარია საქონლის სადგომები და თივა. მოსახლეობამ მსხვილფეხა პირუტყვის გამოყვანა მოასწრო.

ადგილზე ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ვალის და ადიგენის რვა სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია და მის ლიკვიდირებას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311