"ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა" - პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებას სთხოვენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალებას სთხოვს. ადვოკატებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმართვა უკვე შეიტანეს. მათი თქმით, დეკანოზი უკვე 6 თვეა, მარჯვენა კიდურებს ვერ ამოძრავებს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.

"მოთხოვნის განახლების აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა" - ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტის მიერ სააღდგომოდ შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიაში არ მოხვდა. დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე მაშინ ამბობდა, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელმა მსჯავრდებულს შეწყალების სანაცვლოდ წერილის დაწერა მოსთხოვა. მისი ინფორმაციით, დეკანოზს უნდა დაეწერა, რომ შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის უკან არ დგას. ამასთან, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ პატრიარქს გადაწყვეტილი ჰქონდა და ეპისკოპოსებს უთხრა - პრეზიდენტის სახელზე შეწყალების შუამდგომლობის წერილი დაეწერათ. მაგრამ, თორნიკე მამალაძის მტკიცებით, "ამ ქალბატონმა, რომელიც აქ მოკალათებულია, შორენამ, მან პატრიარქის ნება-სურვილი გადაწონა და თავის ნება-სურვილზე წაიყვანა ყველა და ყველაფერი". დეკანოზანდრია ჯაღმაიძის თქმით კი, მან არ იცის, რაზე საუბრობს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმა და ვერ წარმოუდგენია, "ვინ და რას შეპირდა თორნიკე მამალაძეს.

გიორგი მამალაძის ოჯახი მსჯავრდებულის შეწყალებას თებერვლიდან ითხოვდა და საპატრიარქოსთან აქციებს მართავდა. თორნიკე მამალაძე პატრიარქს მოუწოდებდა, პრეზიდენტისთვის შეწყალების შუამდგომლობით მიემართა. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით კი, "საპატრიარქო იმ მსჯავრდებულების მიმართ აყენებს შუამდგომლობას, რომლებიც შენდობას ითხოვენ და თავისი დანაშაულის წილს აღიარებენ. ეს პრინციპი ახლაც შეუცვლელია". რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, 2019 წლის 19 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა თქვა - "არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.  თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345