ქართულ-ოსური ოჯახების ალბომებიდან ამოღებული ფოტომასალის გამოფენა ერგნეთში
ქართულ-ოსური ოჯახების ალბომებიდან ამოღებული ფოტომასალის გამოფენა გაიმართა ერგნეთში. საკუპაციო ხაზის მდებარე სოფელში გამართულ ღონისძიებაზე ფოლკლორულმა ანსამბლმა „ნართემმა“ სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანა“ შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა ქართველებთან ერთად, ოსმა მომღერლებმაც მიიღეს. ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაეები ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ. გამოფენას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კულტურული პროცესების გაცნობა იყო.  ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთან დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. 
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345