რეგიონული თეატრების ფესტივალი 28.07.2016
ფოთში  რეგიონული თეატრების ფესტივალი დასრულდა. ის ფოთის  ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლით „ხალხის მტერით“ დაიხურა. ფესტივალი 17 ივლისს დაიწყო, სადაც 18-მდე ქართული და რამდენიმე უცხოური თეატრი მონაწილეობდა, მათ შორის იყო გიორგი ერისთავის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი.  ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა კულტურულ-საგანმანათლებო ფონდი „დღეს“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. სპექტაკლის შემდეგ ორგანიზატორებმა მაყურებელს თეატრის ფოიეში კონცერტი შესთავაზეს, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნუკრი კაპანაძე,  ვაჟა მანია, შიო აბრახამია, ფოთის ფოლკლორის ცენტრთან არსებული ქალთა ტრიო, ვაჟთა ანსამბლი „ფაზისი“ და ფოთის თეატრის მსახობები. ფესტივალის დახურვას ცნობილი სახეები, ხელოვანები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო ცერემონიალი ფეიერვერკით დასრულდა. ამით ფესტივალი მაყურებელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345