კიდევ ერთი აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე 16.09.2016
კიდევ ერთი აღმოჩენა გრაკლიანის გორაზე. არქეოლოგებმა ჩვ.წ.აღ. XI-X საუკუნეებით დათარიღებული საკულტო სტელა იპოვეს. ტაძარში, სადაც ჯერ კიდევ უცნობი დამწერლობის ნიმუშებია შემორჩენილი, ამჯერად თიხის კონსტრუქციას მიაგნეს. 9 წლის წინ დაწყებული გათხრების ადგილზე დღეს განათლების მინისტრი იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ არქეოლოგიური გათხრები გრაკლიანის გორაზე 2007 წლიდან მიმდინარეობს. ადგილზე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი ექსპედიცია მუშაობს.
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031