ლევან კობიაშვილი "უეფას" ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება,  ვიცე-თავმჯდომარეები კი - პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345