გორელმა ძალოსანმა საქართველოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
გორელმა ძალოსანმა ვალერი მეტრეველმა საქართველოს პირველობაზე 17 წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ქვეყნის პირველობაზე, რომელიც საჩხერეში ჩატარდა მეტრეველმა 85 კგ შტანგა ატაცში, ხოლო102 კგ-იანი აკვრაში დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში187 კილოგრამით კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე დადგა. მეტრველი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზის წარმომადგენელია და სულ ერთი წელიწადია რაც ძალოსნობაში ვარჯიშობს. ახალგაზრდა ძალოსანს მიღწეული წარმატება დღეს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ივნისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345