Junior NBA-ის წარმომადგენლები საქართველოში
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა Junior NBA-ის წარმომადგენლებს, კალანა გრინს და ჟარკო ჩაბარკაპას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს საქართველოში ჩატარებული Junior NBA-ს პირველი გათამაშება, რომელიც „გოლდენ სტეიტის“ სახელით მოთამაშე ქუთაისის გუნდმა მოიგო. ტურნირის ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ რეგიონული ფედერაციები და მუნიციპალიტეტები. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონიდან 30 გუნდი მონაწილეობდა. მინისტრმა და Junior NBA-ის წარმომადგენლებმა საქართველოში კალათბურთის განვითარების პერსპექტივებსა და ახალგაზრდული Nba-ს ტურნირის მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრეს. მასშტაბური ტურნირი, რომელიც მთელ მსოფლიოში ჩატარდა, 6 ათასი ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობდა და მას საქართველო წელს შეუერთდა.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345