შალვა გოგოლაძე სპორტსმენებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებებს შეხვდა და ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანაპაში, გამართულ კონტინენტის პირველობაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი ქართველმა სპორტსმენებმა 18-26 ივნისს გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზეც მოიპოვეს. 52 კილოგრამში ჩემპიონი ლექსო ხასაია გახდა. ვერცხლი ალეკო ყიფიანმა, ბრინჯაო კი ზურაბ მენაბდიშვილმა მოიპოვა. 

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345