საუკეთესო ფეხბურთელებს შორის გორელი სპორტსმენებიც მოხვდნენ 2.08.2016
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში 2003 წელს დაბადებულ ბავშვთა შერჩევა დასრულდა. პროცესი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონთა თასის ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირის გამორჩეულმა მონაწილეებმა სფფ-ის აკადემიაში მოიყარეს თავი, სადაც შერჩევის დასკვნითი ეტაპები ჩატარდა, რომელიც მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ ვარჯიშებს, ისე ამხანაგურ თამაშებსა და თეორიულ მომზადებას. შერჩევის შედეგად გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან - თბილისიდან, ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, მარტვილიდან, დუშეთიდან, გარდაბანიდან, გორიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან, და მესტიიდან. შერჩეული ფეხბურთელები აკადემიაში გაარძელებენ სწავლას. ცვლილება განხორციელდა ასევე სამწვრთნელო შტაბშიც: 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდს გიორგი მოდებაძე გაწვრთნის, ხოლო 2002 წელს დაბადებულებს გიორგი ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს.
აპრილი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012