რუსულმა რაგბის კლუბმა “ენისეი-სტმ”-მ, კვირიკაშვილს ვიდეომიმართვა გაუკეთა 3.08.2016

რუსული რაგბის კლუბი "ენისეი" მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. სპორტსმენებმა ქართველი მორაგბისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერეს. რაგისტები საქართველოს ნაკრების წევრს მხარს უჭერენ, გამაგრებასა და გამოჯანმრთელებას უსურვებენ. შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. "ნისან ტიდა"-ში მსხდომი სამი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მანქანაში  მყოფი მგზავრები, მორაგბე მერაბ კვირიკაშილი და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე ცოლთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმებმა კვირიკაშვილის მეუღლის, ანანო ბუაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031