ოლიმპიურ ცეცხლს რიოში საპროტესტო აქციებით შეხვდნენ 4.08.2016
რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური ცეცხლის ჩატანას ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივი აქციებით შეხვდა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ასობით ადამიანი ქალაქის ქუჩებში გამოვიდა და გააპროტესტა , რომ ოლიმპიურ თამაშებზე უზარმაზარი თანხები დაიხარჯა. პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ოლიმპიური ცეცხლი რიო დე ჟანეიროში გუშინ ჩაიტანეს. თამაშების გახსნის ცერემონია ხვალ გაიმართება.
აპრილი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012