სპორტული ღონისძიება სერჟანტთა მომზადების ცენტრში 5.08.2016
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭერად  სიმბოლური სპორტული ღონისძიება მოეწყო. სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ხუთ სახეობაში - ჰანტელის აზიდვაში, ძელზე მიზიდვაში, მიწიდან აზიდვაში, მეხანძრის მეთოდით დაჭრილის გადაყვანის იმიტაციასა და 5 კილომეტრ მანძილზე სირბილში შეეჯიბრნენ.
ოფიცრების, სერჟანტ-ინსტრუქტორების და მსმენელებისგან დაკომპლექტებულ ოთხ გუნდს  შესაბამისი ნომრები ჰქონდათ მინიჭებული. გამარჯვება ათეულის მსმენელებისგან შედგენილ მესამე გუნდს ერგო, სიმბოლური საჩუქარი - გარდამავალი თასიც, სწორედ, მათ გადაეცათ.
სპორტული ღონისძიებები სამხედრო დანაყოფებში რეგულარულად იმართება, მისი მიზანი სამხედროების მოტივაციის გაზრდა, გუნდური მუშაობის დანერგვა და ჯარში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345