ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ გუნდს პირველი მედალი შესძინა 9.08.2016
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ გუნდს პირველი მედალი შესძინა. რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გორელმა ფალავანმა მესამე ადგილი დაიკავა. როგორც შავდათუაშვილმა აღნიშნა, მისთვის ძალიან რთული იყო რუსთან შეხვედრა. ქართველმა ძიუდოისტმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა. შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა შავდათუაშვილმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი. ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა. ამის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი სპორტსმენი დაამარცხა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031