საქართველოს პირველი ოქროს მედალი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 17.08.2016
საქართველოს პირველი ოქროს მედალი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა, 22 წლის ლაშა ტალახაძემ  105 კგ. წონით კატეგორიაში მოუტანა. ტალახაძემ ატაცში 215 კილო დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, ეს შედეგი მალევე 216 კილოთი მისმა კონკურენტმა, ირანელმა სპორტსმენმა გააუმჯობესა. თუმცა, აკვრაში ტალახაძემ 258 კილოგრამი დააფიქსირა, ჯამში კი სულ 473 კილოგრამს მოუყარა თავი და მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე მეორე ქართველმა სპორტსმენმა, ირაკლი თურამანიძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და 207 კილო დააფიქსირა, რასაც აკვრაში 241 დაუმატა და საბოლოო ჯამში, 448 კილოგრამით, რაც სპორტსმენის პირადი რეკორდია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მე-3 ადგილი დაიკავა. 
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031