ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი გორში 19.09.2016

გორში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი გაიმართა. მატჩში ერთმანეთს გორისა და ზესტაფონის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ამპუტანტ ფეხბურთელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სიტყვით მიმართა, ჩართულობისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნული პირველობა რეგულარული ჩემპიონატის ფორმატით პირველად ტარდება. აღნიშნული ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა სპორტში რეგულარულ ჩართულობას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, მათ ჯანსაღი და აქტიური სპორტული ცხოვრების საშუალებას აძლევს.

მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031