„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა 16.08.2016
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების დასახელება გლდანიდან დაიწყო, სადაც გამარჯვების მოპოვებას გენერალი კობა კობალაძე, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე შეეცდებიან. „ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის კანდიდატებად დიდუბეში  ზაზა პაპუაშვილი,  და  ილია წულაია დასახელდნენ ხოლო ვაკეში კენჭს მორაგბე ბიძინა გეგიძე და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი იყრის. მაჟორიტარები ისანში მორაგბე ირაკლი აბუსერიძე, რომელიც დღეს საკრებულოს წევრია, ბიზნესმენი დავით ჭიჭინაძე, და კიდევ ერთი საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი იქნებიან.  კრწანისში პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენი ნავთობკომპანიის გენერალური დირექტორი, ბექა ოდიშარია, წარადგინა. ნაძალადევში ქართული ოცნების სახელით იბრძოლებენ ნაძალადევის გამგებელი, ზაზა გაბუნია, იურისტი სოფო კილაძე და ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი. საბურთალოზე - ნინო გოგუაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. სამგორში მაჟორიტარებად წარდგენილები არიან მოაზროვნე გიორგი მოსიძე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ჯაში და სპორტსმენი და დეპუტატი შოთა ხაბარელი. ჩუღურეთში კი დეპუტატობისათვის გია ვოლსკი იბრძოლებს. ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდტიდატი არ დაასახელა მთაწმინდის ოლქში, სადაც ისინი მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, დაუჭერენ. 
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031