მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - დიმიტრი ხუნდაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ხუნდაძე სოფელ აღდგომიანთკარში და ფრეზეთში იმყოფებოდა. ხუნდაძემ ადგილობრივებს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატი აღდგომიაანთკარში ადგილობრივებს საბავშვო ბაღის გახსნას და ხიდის რეაბილიტაციას დაჰპირდა. ფრეზეთელებმა კი მას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და დასაქმება სთხოვეს.
|