"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხაშურში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ბურჯანაძემ ხაშურელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბერიძე წარუდგინა და მისი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ხაშურში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მუნიციპალიტეტში მძიმე ვითარებაა.
|