„ხამსა“ ირაკლი ოქრუაშვილთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს 5.10.2016
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პოლიტიკურ ანგარიშწორებას გამორიცხავს . ინდუაშვილი გორის რაიონულ სამმართველოში უკვე დაკითხეს.  ამბობს, რომ    მას კონკრეტულად ირაკლი ოქრუაშვილის მიმართულებით არ უსვრია. დაცვის მხარის ინნფორმაციით, ინდუაშვილს ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნება და მას პოლიციასთან პრეტენზიები არ აქვს .  ალექსანდრე ინდუაშვილი, იგივე „ხამსა“,  სამართალდამცველებმა გუშინ გორში დააკავეს  და მას ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული - განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.  შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 ოქტომბერს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გორის მაჟორიტარობის  კანდიდატის ორი თანმხლები პირი დაჭრა.   
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
სექტემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012