ტყვიავის 64-ე საუბნო კომისიის წევრი: „კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ 8.10.2016
ტყვიავის 64-ე უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარე ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამარ მალანია ავრცელებს. მისი თქმით, სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც 17:00 საათის მონაცემები ჯამდებოდა, კერძოდ, ინიშნავდა ბიულეტენებისა და ხელმომწერთა რაოდენობას, რისთვისაც ტელეფონის კალკულატორი გამოიყენა. ამ დროს იგი კომისიის წევრების უკან იდგა. „თავმჯდომარემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხოფა, ხელით შემეხო და უბიდან გამათრია,  მიწერენ ოქმს.  მედავებიან, თითქოს საჯარო სიებს ვიღებდი ტელეფონით, რისი უფლებაც არ მაქვს“, - ამბობს მალანია მედიასაშუალებებთან საუბრის დროს.

ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345