ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისთვის და ეს მიზანი მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და ამომრჩეველს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
|