„მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, არ არის პორტრეტი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საინაუგურაციო სიტყვის დროს განაცხადა. ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის მეექვსე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო. უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ასევე უნგრეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტები. 41 წლის მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.
|