ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი თანამდებობიდან გადადგა.  ამის შესახებ განცხადება, მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მიზეზად ტერეზა მეი იმ გარემოებას ასახელებს, რომ ყველაფერი გააკეთა ბრექსიტის პროცესის სათანადოდ წარმართვისთვის, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 

ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ დეპუტატებს ბრექსიტის გეგმისთვის მხარი დაეჭირათ. თუმცა, სამწუხაროდ ეს ვერ შევძელი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბრიტანეთის რიგით მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი ვიყავი, თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ არა უკანასკნელი,- განაცხადა ტერეზა მეიმ.

ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება ბრიტანეთმა, რეფერენდუმის გზით, 2016 წელს მიიღო. სწორედ ბრექსიტის კომპლექსური პროცესის სამართავად დაინიშნა პოსტზე ტერეზა მეი. 2 წლიანი მოლაპარაკებების და არაერთი კენჭისყრის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირიდან გასვლის გეგმა, დათქმულ ვადაში ვერ შეათანხმა. დეპუტატების მხრიდან, იგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთხელ ისმენდა მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ. სწორედ წარუმატებელი ბრექსიტის გეგმა გახდა ტერეზა მეის წასვლის მიზეზი. 




ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031