მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ დღეს განვიტარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ის ამბობს, რომ პრობლემა დღეს პარლამენტის სავარძელში ჩამჯდარი გავრილოვი არაა, პრობლემაა ის არის რომ ჩვენი ქვეყნის აქტივების უდიდესი ნაწილი რუსების ხელშია.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, მტკივა და განვიცდი, მაგრამ მოდით ვთქვათ: ეს ის კი არ არის, რომ დღეს ჩამოვიდა გავრილოვი. 2013 წელს საქართველოში გავრილოვიც იყო, ლუჟკოვიც იყო და კიდევ ბევრი სხვა დაეთრევა.

საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ბინებიც, იყიდეს რუსებმა, მაგრამ ეს ხომ მთავარი არ არის. ის, რომ გაბახებული პარლამენტის ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, ეს არის ახლა მთავარი პრობლემა?

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილი რუსეთის დავალებით, ჰააგაში ქართველი სამხედროების გასამართლებას ჩალიჩობს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილმა, რუსების დავალებით, მსოფლიო რუკიდან გააქრო საქართველო. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მართლაც გადავიქეცით პატარა სოფლად და აღარ ვართ მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი რეფორმატორი ქვეყანა.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილმა გადასცა მთელი ჩვენი აგენტების სია რუსულ სპეცსამსახურებს. 2008 წლის მონაწილეების სიები აქვს რუსეთისთვის გადაცემული და უფრო მეტიც, საქართველოში მათზე ნადირობენ.

ამ ყველაფრის ფონზე ერთმა გავრილოვმა გაგაკვირვათ? ამიტომ, მე მივესალმები ყველა ოპოზიცური ძალის გაერთიანებას. მათ, ვინც ამბობს - პოლიტიკოსები არ გამოჩნდნენ, პარტიები არ დავინახოთ - მინდა ვუთხრა: ეს არის ივანიშვილის და სუს-ის რიტორიკა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345