"სანამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა, პოლიცია არ განძრეულა"

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის რაც მოხდა გუშინ, იყო ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია.ამასთან, მინისტრის განმარტებით, პოლიცია გუშინდელ აქციაზე თავს იცავდა. „გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე. გუშინ მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი, გუშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ, ინსტიტუციების წინააღმდეგ, ძალადობაში რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტში შეღწევის მიზნით. სამწუხაროდ სიტუაცია დაიძაბა ისე რომ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. სანამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა, პოლიცია არ განძრეულა“,- განაცხადა გახარიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც კი მშვიდობიან მოქალაქეებს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა.

დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ სამართალდარღვევისთვის 305 ადამიანია დაკავებული



ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031