„თუ დადგინდება სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი დატოვებს თანამდებობას“

„თუ დადგინდება რამე სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა-მორჩილი დატოვებს თანამდებობას“ - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარია ამბობს, ის გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს.

„არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, თუ როგორ მოქმედებს პოლიცია მსგავს შემთხვევებში. იმ ღამეს ჩვენ ავარიდეთ ქვეყანას უდიდესი საფრთხე. თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში იყო დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომები, დავტოვებ თანამდებობას,“- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, გავრილოვის მიერ ხელახალ ვიზიტთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ თქვა, რომ გავრილოვს საქართველოში აღარ შემოუშვებენ.



როდის დაიწყებენ გორში პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას 4.08.2021
ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ შეთქმულებას და ბინძური პროვოკაციას უწოდებს 3.08.2021
ირაკლი ღარიბაშვილი - IRI-ის და NDI-ის კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს, რადგან სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ
აგვისტო 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345