რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. საქმე ეხება 20 ივნისის მოვლენებს, რომელსაც პოკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაციას აძლევს. ამავე საქმეზე უკვე ბრალდებულია ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია რომელიც წინასწარი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურით და 30 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
ამ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილმა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა. ის საქართველოში ორკვირიანი არყოფნის შემდეგ 20 ივლისს დაბრუნდა და მზადყოფნა გამოთქვა ჩვენების მიცემაზე, თუმცა მაშინ მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ის რამდენიმე წუთის წინ ფერაძის ქუჩაზე აიყვანეს და ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლით რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას გულისხმობს და ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია რომ ბოლო დღეებში ირაკლი ოქრუაშვილმა არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, მათ შორის რუსთავი2-თან დაკავშირებით. ის ირწმუნება რომ ტელეკომპანია რეალურად მას ეკუთვნის და ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს.