10 უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია
უმსხვილესი ბრუნვის მქონე სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტზე დაყრდნობით, რაც 2019 წლის ბიუჯეტის ნაწილს წარმოადგენს. წლიური ბრუნვით 534,546,870 ლარის ოდენობით პირველ ადგილს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია იკავებს. მათ მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 587 ადამიანია. მეორე ადგილზე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორია 501,732,236 ლარის წლიური ბრუნვის ოდენობითა და 73 დასაქმებული ადამიანით. მესამე უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიად კი საქართველოს რკინიგზა დასახელდა 388,191,807 ლარის წლიური ბრუნვით, რომელიც 12,619 თანამშრომელს აერთიანებს. მომდევნო ათეული კი ასე გამოიყურება: 4. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია  5. თბილისის სატრანსპორტო კომპანია. 6. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.  7. საქართველოს ფოსტა. 8.საქაერონავიგაცია         9. თბილსერვის ჯგუფი. 10. შპს ენგურფესი                                                                                 
წყარო: http://forbes.ge/news/6269/saxelmwifo-kompaniebis-reitingi
ოქტომბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123